ანაკლია და განმუხური ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან

Construction News

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ასევე დასრულებულია გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესიც.

ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკშიც.

ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.

მსგავსი სტატიები