ანაკლიაში 1,632,939 ლარად ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება

Construction News

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,632,939 ლარი დაიხარჯება.

სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

ანაკლიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.

ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები