ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

BDO.ge

ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სატენდერო ღირებულება 1,873,090 ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას გეგმავს. ბაღების მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

მსგავსი სტატიები