ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა განახლდება

Construction News

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი – ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.

მსგავსი სტატიები