ამსტერდამში “შანელის” მაღაზიის ორი სართული მინის აგურით ააშენეს

Modern Roofing

ცნობილი ბრენდის “შანელის” მაღაზია ამსტერდამში ნაწილობრივ მინის აგურით არის აგებული და მას “კრისტალის სახლს” უწოდებენ. ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული გამჭვირვალე კედლები არქიტექტურულმა ფირმამ “MVRDV” ააშენა.

Building-Tech-ის ცნობით, შენობის ფასადის პროპორციები და ზომა მისი ძველი ვარიანტის ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ სამშენებლო მასალად მომწვანო შეფერილობის მინის აგურია გამოყენებული.

მესამე და მეოთხე სართულები გამომწვარი თიხის აგურითაა აშენებული. შედეგად შენობაში თანამედროვე და ტრადიციული სტილი ერწყმის ერთმანეთს.

დელფტის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ექსპერტების გამოთვლით, კონსტრუქცია 42,000 ერთეული ნიუტონის სიმძლავრეს უმკლავდება. 

მსგავსი სტატიები