გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, ამიაკის გაჟონვის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ყინულის მოედანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა. ინციდენტი მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.
Thelocal.de-ის ცნობით, შემთხვევის გამო ახლომდებარე ქუჩები გადაკეტილია. უსაფრთხოების მიზნით, ასევე 118 მოსწავლეს დაატოვებინეს სკოლის შენობა და მიმდებარე დასახლებებიდან 80 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.