ამერიკულმა კომპანიამ მშენებლებისთვის ჭკვიანი ჩაფხუტი შექმნა

Modern Roofing

კომპანიამ “Trimble” ახალი მაღალგანვითარებული სამშენებლო ჩაფხუტი შექმნა. ჩაფხუტი სამშენებლო მოედანზე ინჟინრებს შენობის ჰოლოგრაფიკულ მოდელს სამუშაოების დასრულებამდე უჩვენებს. შედეგად ის მშენებლობის პროცესის ყოველდღიური ინსპექტირების საშუალებას იძლევა.

მოწყობილობა სახელწოდებით Trimble XR10, ერთი წლის წინ კომპანიის მიერ გამოშვებული ჰოლოგრაფიკული მოწყობილობის გაუმჯობესებული მოდელია, რომელსაც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მედიცინაშიც, ვირტუალური რეალობის პროგრამისთვის იყენებდნენ.

Global construction-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ჭკვიანი ჩაფხუტის დეტალური აღწერა უკვე გამოაქვეყნა, ის ჯერ გაყიდვაში არ ჩაშვებულა. სავარაუდოდ, ჩაფხუტი 4,750 აშშ დოლარი ეღირება.

მოწყობილობა ხელების ჟესტებსა და სახის მიმიკებზე რეაგირებს, თუმცა ძირითადად თვალის მოძრაობის მიხედვით იმართება. მორგებისას ის 3D გამოსახულებებთან ერთად, ინფორმაციას სამშენებლო გეგმის, ნახაზების, საბოლოო ვარიანტის შესახებ იძლევა. “Trimble” აგრძელებს ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და აცხადებს, რომ ახალი მოწყობილობა სამშენებლო ტერიტორიაზე საქმიანობის პროდუქტიულობასა და ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

მსგავსი სტატიები