ამერიკული ჰიდროპანელების სტარტაპმა $65 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

Modern Roofing

Zero Mass Water-ის ჰიდროპანელების სტარტაპმა 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ამასთანავე, პროექტმა სამი დიდი ინვესტორის ბილ გეითსის, ჯეფ ბენზოსა და რიჩარდ ბრენსონის მხარდაჭერა მიიღო.

ჰიდროპანელების სისტემა საშუალებას იძლევა 1 თვის განმავლობაში 3,000 ლიტრამდე სასმელი წყალი გამომუშავდეს. ერთი პანელის ღირებულება 2,000 აშშ დოლარია. 

Building-tech.org-ის ინფორმაციით, ჰიროსკოპიული ნივთიერების გამოყენებაზე დაყრდნობით შემუშავებული სისტემა ჰაერის ტენს შეიწოვს და სითხეს კონტეინერში ინახავს. საბოლოოდ მას მინერალები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ემატება, რაც წყალს სასმელად ვარგისად გარდაქმნის.

ამერიკული სტარტაპის იდეა სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემიდან მომდინარეობს. საწყის ეტაპზე ჰიდროპანელების სისტემა პუერტო-რიკოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობებზე იყო დამონტაჟებული.

მოგვიანებით ტექნოლოგიამ ტესტირება დიდ ბრიტანეთში კინგსტონის საავადმყოფოში გაიარა. ორი შენობის სახურავზე 20 ჰიდროპანელი დაამონტაჟეს. ერთი თვის განმავლიბაში მან 3,000 ლიტრამდე წყლის მოგროვება შეძლო, რაც საავადმყოფოს პაციენტების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად საკმარისი აღმოჩნდა.  

ჰიდროპანელებს ასევე მოიხმარენ ლებანონში, სადაც მათ სირიიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის წყლის მარაგის შესავსებლად იყენებენ. Zero Mass Water დაამონტაჟეს ინდროეთსა და კენიაშიც.

მსგავსი სტატიები