ამერიკული სტარტაპი – ციფრული აპლიკაცია არქიტექტორის მაგივრად

Modern Roofing

ამერიკული კომპანიის “Higharc” სტარტაპი საშუალებას იძლევა სახლების მშენებლობა არქიტექტორის დაქირავების გარეშე განხორციელდეს. კომპანიის მიზანია, შეიქმნას ისეთი კონსტრუქციები, რომელთა დიზაინის ცვლილება მფლობელს თავისი გემოვნების მიხედვით რეკონსტრუქციისა და გადაკეთების გარეშე შეეძლება.

კომპანიამ მომხმარებლისთვის შექმნა ციფრული სახლის დიზაინის აპლიკაცია, რომელიც პოტენციურ მყიდველებს არქიტექტორის მაგივრობას უწევს. პროგრამა იყენებს საჯარო მონაცემთა წყაროებს და მას “Mapbox” უწოდეს.  აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ ისეთი დეტალები, როგორებიცაა ოთახების ზომა, საძინებლების რაოდენობა, ფასადი და ა.შ. აპლიკაცია ადგილობრივი ბაზრის ფასების გათვალისწინებით, სახლის საბოლოო ღირებულებასაც ითვლის.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკლ ბერგინი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა კლიენტს ხარჯების დაზოგვაშიც ეხმარება. პროგრამას შეუძლია შექმნას მზა სამშენებლო ნახაზები და შენობების დაპროექტება საერთაშორისო სამშენებლო კოდის გათვალისწინებით განახორციელოს.

მომხმარებლებს მშენებლობის ყველა ეტაპზე შეეძლებათ გააკონტროლონ, რამდენად შეესაბამება პროცესი უსაფრთხოებისა და სხვა ტიპის სტანდარტებს. აღსანიშანვია, რომ პირველი სახლი მსგავსი პროგრამით ჩრდილოეთ კაროლინაში აშენდება.

მსგავსი სტატიები