ამერიკული კომპანია “Hill International” კატარში მსხვილ სამშენებლო პროექტს განახორციელებს

Construction News

ამერიკული კომპანია “Hill International” კატარში მსხვილი სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტის დამკვეთი “კატარის სამრეწველო კომპანია – QIMC” არის, რომელიც ქიმიკატებს, ნავთობპროდუქტებსა და სხვა ინდუსტრიულ მასალებს აწარმოებს.

კომპლექსს “Abraj Al Tahwiliya” უწოდეს და მისი ჯამური ბიუჯეტი 330 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გეგმის მიხედვით, პროექტი 3 მრავალსართულიანი შენობისგან შედგება და მშენებლობის საერთო მოცულობა 120,000 კვადრატული მეტრ ფართობს მოიცავს. კომპლექსში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო სივრცეების მოწყობა იგეგმება. აქვე “კატარის სამრეწველო კომპანიის” ახალი სათავო ოფისიც განთავსდება.   

შენობები 23, 29 და 38-სართულიანი იქნება და მათგან ყველაზე მასშტაბურის სიმაღლე პროექტის მიხედვით 185 მეტრია.

სამშენებლო სამუშაოებს “Redco Construction” განახორციელებს.

მსგავსი სტატიები