ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადომ კანზასის შტატს გადაუარა

Construction News

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადომ კანზასის შტატს გადაუარა. ქარბორბალას შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 20-მდე ადამიანი.

დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი შენობა. რამდენიმე დასახლება კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შტატში დაფიქსირდა თითქმის 20 ტორნადო, რასაც თან ერთვოდა ძლიერი წვიმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს 300-ზე მეტი ტორნადო დაატყდა თავს. ოჰაიოში, ინდიანაში, კანზასსა და პენსილვანიაში ქარბორბალების შედეგად საერთო ჯამში ერთი ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე რეგიონი იძულებული გახდა, სასწავლო წელი ნაადრევად დაესრულებინა.

მსგავსი სტატიები