ამერიკულმა კომპანიამ “VisionVest” მშენებლებისთვის განახლებული უსაფრთხოების ჟილეტი შექმნა. აქამდე არსებულ ანალოგებს, ულტრაიისფერი განათება, დასამუხტი მოწყობილობა და ყველაზე მნიშვნელოვანი GPS-ის კომპონენტი დაემატა.
ახალი ჟილეტი ძველისგან განსხვავებით უბედური შემთხვევების დროს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, რადგან GPS-ის გამოყენებით, მარტივად იქნება შესაძლებელი მფლობელის ადგილმდებარეობის დადგენა. გარდა ამისა, სიახლე სამუშაო მოედნების მონიტორინგს და სამუშაო საათების აღრიცხვასაც გააუმჯობესებს.
კომპანიის დამაარსებლის, ელისონ სვონკის ინფორმაციით, სიახლე აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგთან ახლოს მიმდინარე სამშენებლო მოედნებზე უკვე გამოიცადა. ჟილეტი გაყიდვაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.