ამერიკელმა სამხედრო ინჟინრებმა ინოვაციური ტურბინა-ჟალუზები შეიმუშავეს. ჭკვიან მოწყობილობას ელექტროენერგიის გენერირება ქარის მცირედი მოძრაობის დროსაც კი შეუძლია.
ახალი თაობის გენერატორის შემუშავებისას ინჟინრებმა გამოიყენეს პოლიმერული მილების კომპლექტი, რომლის საყრდენი 8 ვერტიკალური ელასტიური ზოლია. ჰაერის მოძრაობა იწვევს თითოეული ზოლის მოძრაობას, რაც ააქტიურებს სპილენძის კოჭას. საბოლოოდ, გამომუშავებული ელექტროენერგია გადაეცემა კონვერტორს, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
Sc-os-ს ინფორმაციით, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინი ტურბინები გამოუსადეგარია, თუ ქარის სიჩქარე 15 მეტრ/წამს არ აღემატება. ჭკვიანი ჟალუზი კი სენსიტიურია და ჰაერის ნაკადის მცირე რხევებზეც რეაგირებს.