ამერიკელმა მკვლევარებმა ხის მკვრივი მასალა შეიმუშავეს

Modern Roofing

ამერიკელმა მკვლევარებმა შეძლეს შედარებით მარტივი და იაფი ტექნოლოგიების დახმარებით შეექმნათ  „სუპერ მკვრივი ხე“. ახალი მასალა არა მარტო მშენებლობაში, არამედ ავტომობილების წარმოებისთვისაც გამოიყენება.

მკვლევარების თქმით, ხის ახალი მასალა ფოლადს გავს, თუმცა მასთან შედარებით ბევრად უფრო მსუბუქია. ხის მასა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის და ნატრიუმის სულფატის წყლის ხსნარში იხარშება, შემდეგ ხე იპრესება 100 გრადუსზე გაცხელებული ლითონის მოწყობილობის მეშვეობით და შედეგად ხის მასა გამოდის 3-ჯერ უფრო მკვრივი, ხოლო მოცულობით 80%-ით უფრო ნაკლები. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ ხესთან შედარებით, „სუპერ მკვრივი ხე“ 11.5-ჯერ უფრო ძლიერია.

მსგავსი სტატიები