ამერიკელმა მეცნიერებმა შენობის გარედან გაგრილების ახალი სისტემა შეიმუშავეს

Modern Roofing

ამერიკელმა მეცნიერებმა შენობაში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად გაგრილების ახალი სისტემა შეიმუშავეს. მათ შექმნეს ფოროვანი პოლიმერი, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს და აგრილებს იმ ზედაპირს, რომელზეც არის დატანილი.

წლების განმავლობაში შენობის გარედან გაგრილების ყველაზე მარტივ გზად თეთრი საღებავის გამოყენება ითვლებოდა. თუმცა, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.

ალტერნატივის შემუშავებისას, ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა მიიღო პოლიმერული მასა, რომლის სტრუქტურა ნანოზომის  სიცარიელეებისგან შედგება. სტრუქტურა ირეკლავს და ირიდებს სინათლის ცხელ ტალღას. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ნივთიერების არეკვლის კოეფიციენტი 96%-ია.

ტესტირების პროცესი არიზონას უდაბნოში ჩაატარეს, სადაც ნივთი აღნიშნული გამაგრილებელი პოლიმერით დაფარეს. გაზომვებმა აჩვენა, რომ საგანმა გარემოსთან შედარებით 6 °C-ით უფრო მცირე ტემპერატურა შეინარჩუნა.

მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ, რომ სახურავების, კედლების, წყლის კონტეინერებისა და კოსმოსური ხომალდების ზედაპირების დაფარვა სწორედ ახალი გამაგრილებელი პოლიმერის მასალით მოხდეს.

მსგავსი სტატიები