ამბროლაურში რაჭული ლორის ახალ საწარმოში $350,000 ინვესტიცია განხორციელდა

Construction News

ამბროლაურში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში საწარმო „რაჭული ლორი“ აშენდა. ახალი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემდაათვალიერა.

ადგილზე 350,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 40% – სახელმწიფო გრანტი, 50% –  შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 10% კერძო ინვესტიციაა.

საწარმოს ხელმძღვანელი პირების განმარტებით, გემოვნური თვისებებით გამორჩეული რაჭული ლორის წარმოების ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანეს.

საწარმო სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს მოიცავს, მათ შორის არის მაცივრები, საშრობი და ლაბორატორია. ტრადიციული რაჭული ლორის გარდა, საწარმო მომხმარებელს ძეხვეულსაც სთავაზობს. საწარმოში 12 ადგილობრივია დასაქმებული.

მსგავსი სტატიები