ამაზონმა დრონით ოპერირებისთვის უნიკალური საწყობის პროექტი შეიმუშავა

Modern Roofing

ამაზონმა, უპილოტო საფრენი აპარატების პარკირებისთვის განკუთვნილი, მრავალდონიანი საწყობის პროექტზე პატენტი მიიღო.

კონსტრუქციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი აგება შესაძლებელია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშიც, რაც დრონის მეშვეობით მომხმარებლისთვის ამანათის მიწოდების ვადას საგრძნობლად ამცირებს. ასევე, ამაზონმა დააპატენტა უპილოტო მფრინავი მოწყობილობის ხმაურის შემცირების ტექნოლოგიაც, რაც მიმდებარე სახლებში მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილებას იწვევდა.

ამაზონის ახალი საწყობის პროექტი არსებითად განსხვავდება ტრადიციულისგან. პირველ რიგში, ეს არის მრავალდონიანი, მეორეც – აქ იქნება დრონისთვის განკუთვნილი ასაფრენ-დასაფრენი მოედანი, ამანათების შეფუთვისა და შენახვისთვის განკუთვნილი ადგილებით.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ დრონით ხორციელდება მხოლოდ მსუბუქი ამანათების მიწოდება, რომელთა რაოდენობაც მცირე არ არის.

ცნობისთვის, ამაზონმა დრონით ამანათების მიწოდება 2016 წლიდან დაიწყო.

ინფორმაციას sc-os.ru ავრცელებს.

ფოტო: amazon.com

მსგავსი სტატიები