“ალიანს სითი” სამშენებლო ღობეს ტროტუარზე აკეთებს

Construction News

“ალიანს სითი” ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ სამშენებლო ღობეს აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლები ღობისთვის საჭირო ბოძების განთავსების მიზნით ტროტუარიდან ფილაქანს ყრიან. ეს, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი სამშენებლო ღობის შიდა მხარეს მოექცევა და ტურისტებს საკურორტო სეზონზე აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შენობის მეორე მხრიდან მოუწევთ.

როგორც “ბათუმელებს” მერიაში განუცხადეს, კომპანიას ღობის გავლების უფლება აქვს საკუთარ საკადასტრო ნაკვეთზე. რეესტრის მონაცემებით, შენობის მომიჯნავედ, ტროტუარის დიდი ნაწილი მართლაც კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდება.

კითხვაზე, რა მეთოდით აპირებს კომპანია შენობის დემონტაჟს, მერიაში “ბათუმელებს” არ უპასუხეს და ურჩიეს ეს ინფორმაცია გამოეთხოვათ. იგივე კითხვა მედია საშუალებამ კომპანიის წარმომადგენელსაც დაუსვა, რომელიც საკითხში გარკვევას დაპირდა. ჯერჯერობით პასუხი ვერც მათგან მიიღეს.

ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

მსგავსი სტატიები