აია-სოფია შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს

Construction News

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დამთვალიერებლისთვის მუზეუმში სტუმრობის საფასურის გაუქმება, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ოღონდ არა მუზეუმის, არამედ მეჩეთის სტატუსის ქვეშ.

Times of Israel-ის ინფორმაციით, აია-სოფია, შენობის სეკულარულობის მიუხედავად, საბერძნეთისა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის საბაბიც ხდება. მუსლიმი აქტივისტები მუზეუმის ტერიტორიაზე ყურანის საჯაროდ კითხვის რიტუალსა და კოლექტიურ ლოცვასაც მიმართავენ, რაც ქრისტიანების ნაწილში პროტესტს იწვევს.  

ცნობისთვის, წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტ ხანს ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდ  ტაძრად ითვლებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, ის მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად აია-სოფია იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაშია და მას ყოველწლიურად მილიონამდე მნახველი ჰყავს.

constructionnews.ge -ს ექსკლუზიური ფოტომასალა აია-სოფიადან:


მსგავსი სტატიები