ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Construction News

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ  მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

სამუშაოების ფარგლებში, 2600 კვ.მ ფართობზე  დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300,000 ლარი დაიხარჯება. 

მსგავსი სტატიები