ათენში აკროპოლისის მიმდებარედ 2 მრავალსართულიან სასტუმროს აშენებენ

Construction News

საბერძნეთის დედაქალაქში მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლის – აკროპოლისის მიმდებარედ 2 მრავალსართულიან სასტუმროს აშენებენ.

ისტორიული ძეგლის მიმდებარედ მშენებლობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მშენებლობის წინააღმდეგ 25 ათასზე მეტი ხელმოწერაც კი შეაგროვეს.

ხალხის რისხვა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სასტუმროები 30 მეტრზე მეტი სიმაღლის იქნება, რაც გარემოს ჰარმონიას დაარღვევს. აღსანიშნავია, რომ აკროპოლისის მიმდებარედ არსებული შენობების სიმაღლე 20 მეტრს არ აღემატება. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, სასტუმროები ტურიზმსაც შეუშლის ხელს.

sc-os.ru-ს ცნობით, ერთ-ერთი მშენებარე სასტუმროს გადახურვა მალე დასრულდება, მეორის მშენებლობა კი, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მსგავსი სტატიები