აზიის განვითარების ბანკმა თბილისის “მეტროპოლიტენის“ სარეაბილიტაციოდ $15 მილიონი გამოყო

Construction News

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება. პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს. იგეგმება 450 კმ ძალოვანი კაბელის შეცვლა, ასევე თბილისის მეტროში 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი აგრეგატი დამონტაჟდება.

აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი სტატიები