აზერბაიჯანში “ცეცხლოვანი ცათამბჯენები” ააშენეს

Construction News

აზერბაიჯანში, აშენდა კომპლექსი სახელწოდებით “Flame Towers” (ცეცხლოვანი კოშკები). ცათამბჯენები ბაქოში, კასპიის ზღვის სანაპიროზე ააგეს.

კოშკებში ყველაზე თვალსაჩინო მათი მედიაფასადია. სამივე კოშკს LED განათება აქვს. დიზაინერების შთაგონების წყარო ცეცხლის კულტი გახდა.

სწორედ LED განათების საფუძველზე, პროექტის ავტორებმა “Flame Towers”-ი აზერბაიჯანის დედაქალაქის შინაგანი ცეცხლის სიმბოლოდ შექმნეს.

ცეცხლოვანი კოშკების პროექტისთვის სპეციალური შუქდიოდების პანელი შეიქმნა. კომპანია Traxon​-მა, რომელიც შენობების LED განათებას უზრუნველყოფდა, პროექტის ავტორებს ცათამბჯენების ფანჯრებზე პანელების განთავსება შესთავაზა, რათა სინათლის ციმციმის იმიტირება შეექმნა. ვიდეომიკროპროცესორი მედიაფასადს მუდმივად აკონტროლებს.

მსგავსი სტატიები