აზერბაიჯანში, შამაჰინის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლების კედლები დაიბზარა და შუშები ჩაიმსხვრა, ქუჩებში გასულ მოსახლეობას კი შინ დაბრუნების ეშინია.
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 ბალი შეადგინა, მიმდებარე რაიონებში – 5,3 ბალი.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ბაქოსა და მიმდებარე რაიონებში იგრძნობოდა.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ria.ru