თბილისში, ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.
ავჭალაში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.