ავტობუსით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

Construction News

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. აღნიშნულ ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის ავტორი გარემოს დაცვის კომიტეტია, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ამასთანავე, მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

მსგავსი სტატიები