ავსტრიულ სამშენებლო კომპანიაზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა

Construction News

ავსტრიულ მსხვილ სამშენებლო კომპანიაზე Porr კიბერ თავდასხმა განხორციელდა. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა შემოჭრა პირველად 2 მაისს დააფიქსირა. თავდასხმის ობიექტები Porr-ის სატელეფონო ხაზები, მეილი და კომუნიკაციის სხვა წყაროები გახდა.

კიბერ თავდასხმისას გამოყენებულ იქნა ვირუსი, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და კომპანიის სხვა მონაცემებზე ხელი უცხო პირებს აღარ მიუწვდებათ. ხარვეზის გამოსწორებაზე ტექნიკური სამსახური უკვე მუშაობს. Reuters-ის ცნობით, პოტენციური ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის – კომპანია Porr, ავსტრიის მსხვილ სამშენებლო კომპანიებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მას მუშაობის 150-წლიანი გამოცდილება აქვს და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებს. ბოლო მონაცემებით, კომპანიაში 19,014 ადამიანია დასაქმებული და მისი წარმოების მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 5.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

მსგავსი სტატიები