ავსტრალიაში 3D პრინტერით მზის ენერგიის პანელებს მთლიანად დაბეჭდავენ

Modern Roofing

ავსტრალიაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის პანელების 3D პრინტერით ბეჭდვა შესაძლებელია. მათი განმარტებით, 3D პრინტერის გამოყენება საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს და შესაბამისად შემცირდება მზის ენერგიის პანელების ღირებულებაც.

Building-tech-ის ინფორმაციით, 3D პრინტერის გამოყენება არა მხოლოდ შეამცირებს ხარჯებს, არამედ ბეჭდვის დახმარებით გაუმჯობესდება მზის ენერგიის პანელების ხარისხიც. მეცნიერების თქმით, 3D პრინტერს ავსტრალიაში, განახლებადი ენერგიის სექტორში აქამდეც იყენებდნენ, თუმცა ამ დროისთვის მთლიანი პანელის ბეჭდვა იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, პანელების ეფექტურობაც 20%-ით გაიზრდება.

3D პრინტერით დაბეჭდილ პანელებს შენობის კედლებას და ფანჯრებზე დააყენებენ.

მსგავსი სტატიები