ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 100-მდე შენობა დაიწვა

Construction News

ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად100-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის 29 საცხოვრებელი სახლია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სტიქიის მიერ 9 საცხოვრებელი სახლის განადგურების შესახებ.

სტიქიის შედეგად გადამწვარია რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთიც.

ავსტრალიაში ტყის ხანძრის პროვოცირება რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, რის გამოც სტიქია ტერიტორიაზე მალე ვრცელდებოდა და მეხანძრეები მის ლოკალიზებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია.

მსგავსი სტატიები