ავსტრალიაში ძლიერი წვიმის გამო სტიქია მძვინვარებს. უამინდობით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა.
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ კვინსლენდში ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სტიქიის ზონაში 18 სამაშველო ოპერაცია განახორციელეს.
ქალაქ ტაუნსვილდში სტიქიის გამო სკოლებთან ერთად, აეროპორტიც დაიხურა.