ავსტრალიაში ქვეყნის ყველაზე დიდი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის რეკონსტრუქცია იწყება

Construction News

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში ქვეყნის ყველაზე დიდი “Queensland”-ის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის რეკონსტრუქცია იწყება. პროექტზე კომპანიები “Snøhetta” და “Blight Rayner Architecture” მუშაობენ, რომლებმაც 23 სხვა კომპანიას შორის გაიმარჯვეს. ახალი ცენტრი $150 მილიონად არის შეფასებული.

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული “Queensland”-ის ცენტრი პირველად 1985 წელს გაიხსნა. გაფართოების გარდა, იცვლება შენობის ფასადიც, რომელიც მთლიანად მინის იქნება.

არქიტექტორების თქმით, პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა შენობის ისტორიული კონტექსტი. ხელოვნების ცენტრი ყოველწლიურად 300,000-მდე ვიზიტორს მიიღებს. პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყება და 2 წელში დასრულდება.

მსგავსი სტატიები