ავსტრალიაში ფარდა-ჟალუზი შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიის გენერირებას ახდენს

Modern Roofing

ავსტრალიურმა კომპანიამ “Prevalent” კომპლექსური პროდუქტი “სოლიგამი” შეიმუშავა, რომელიც ელექტროენერგიის გენერირებას მზის სხივის საშუალებით ახდენს. პროდუქტი იმ მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი, ვინც შენობის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას ვერ ახერხებს. მათთვის ეს პრობლემა “სოლიგამის” ფარდა-ჟალუზის საშუალებით გადაიჭრება.

ავსტრალიელი არქიტექტორი, ბენ ბერვიკი აღნიშნავს, რომ აქამდე შემუშავებული ენერგიის მწარმოებელი ფანჯრებისგან განსხვავებით “სოლიგამი” სინათლის ნაკადის ოთახში შემოღწევას არ უშლის ხელს.

Building-Tech-ის ინფორმაციით, ვიზუალური სტრუქტურით ეს ინოვაციური პროდუქტი იაპონური ხელოვნების – ორიგამის ნიმუშს ჰგავს, რის საშუალებითაც, გარდა ენერგიის წარმოებისა, მას ინტერიერის დიზაინშიც გამოიყენებენ.

მსგავსი სტატიები