სამშენებლო ამწის გადაბრუნების შედეგად სახლი დაინგრა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა სამშენებლო ობიექტზე ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მოხდა.
მედიკოსების ცნობით, დაშავებული მუშაკების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
Dailymail-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

