ავსტრალიაში მზის პანელების ფერმის მშენებლობა სამშენებლო მტვერის გამო შეაჩერეს

Construction News

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, მზის პანელების ფერმის მშენებლობა ატმოსფერულ ჰაერში სამშენებლო მტვრის მომატების გამო დროებით შეაჩერეს. Dailymail-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 195 მილიონი აშშ დოლარია. 

პროექტის მიხედვით, მზის პანელების ფერმა ქალაქ მელბურნის ჩრდილო-დასავლეთით, 292 ჰექტარის ფართობზე უნდა გაშენდეს. ფერმაში 260,000 მზის პანელის დამონტაჟება იგეგმება. მშენებლობაზე 130 ადამიანი იყო დასაქმებული.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები გარდა ჰაერის დაბინძურებისა, ტერიტორიის იერსახის დამახინჯებასა და სამიწათმოქმედო სამუშაოების შემცირებასაც აპროტესტებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, არჩევანის გაკეთება მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვას შორის მოუწევთ.

საკითხს შტატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ტრიბუნალში განიხილავენ.

მსგავსი სტატიები