ავლაბრის რაიონში, ნასაკირალის N4-ში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

Construction News

ავლაბრის რაიონში, ნასაკირალის N4-ში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით,  საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა და იქვე მდებარე ორ სახლზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად სამი სახლი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში ხანძრის შესახებ შეტყობინება 09.20 საათზე შევიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. ხანძრის ზუსტ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

მსგავსი სტატიები