ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 157,303 ლარი დაიხარჯა

Construction News

ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია  ჩაუტარდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა.

პროექტის მეორე ეტაპზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში,114 კვ.მ ფართობს მოიცავს.

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „არსაკიძე 2000“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157,303 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები