ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს

Construction News

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

აღნიშნულ მისამართზე, შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს, რომელთანაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა, ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორმისამართზე განახორციელა. ქეთევან წამებულის გამზირის N76-ში ახალი სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია.

მსგავსი სტატიები