ავარიების პრევენციის მიზნით, ისრაელში ასფალტის გათბობის სისტემა შეიმუშავეს

Modern Roofing

ისრაელში საინჟინრო კომპანიამ “SAN Hitech” ასფალტის გათბობის სისტემა შექმნა, რომელიც ზამთარში გზას მოყინვისგან დაიცავს. სისტემა ეფექტურად -50 გრადუს ყინვაშიც კი იმუშავეს. მისი ფართოდ დანერგვა 2021 წლიდან დაიწყება.

Ecnmag-ის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, სისტემა მოყინულ გზებზე ავარიების პრევენციის მიზნით შეიმუშავეს.

ინოვაციური სისტემა გზებზე ასფალტის დაგებამდე გამათბობელი ლითონის ბადის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლებელია ბადე უკვე არსებულ გზებშიც ჩაშენდეს.

სისტემის სენსორი ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებს და კონკრეტულ ნიშნულზე გათბობა ავტომატურად აქტიურდება.

კომპანია “SAN Hitech” 25 მილიმეტრი სისქის ლითონის შენადნობიან ელემენტებს აწარმოებს, რომლებიც დენის გატარების დროს ელვისებური სისწრაფით ცხელდება. ტექნოლოგია კანადაში, ნაკლებად დატვირთულ გზებსა და საპარკინგე მოედნებზე უკვე გამოსცადეს.

მსგავსი სტატიები