აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 380,000 ლარი დაჯდება

Construction News

თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

 პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5,000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380,000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები