აეროპორტის გზის რეაბილიტაცია დაიწყო – პროექტის ბიუჯეტი 3,000,000 ლარია

Construction News

თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოები, დღეს, დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროპის ქუჩა საქართველოში ჩამომსვლელ ვიზიტორებს თბილისზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, შესაბამისად, მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40,000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს.

რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პროექტზე დაახლოებით 3,000,000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები დღეს თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.

მსგავსი სტატიები