ადამიანის ნაბიჯები განახლებადი ენერგიის ახალ წყაროდ იქცა

Modern Roofing

ინოვაციური ტექნოლოგია ბრიტანულმა კომპანია Pavegen-მა შეიმუშავა, რომელიც მოსაპირკეთებელ ფილებზე ადამიანის სიარულისას წარმოშობილი ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნაზე მუშაობს.

მეცნიერებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროდ მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება უკვე ტრადიციულად ითვლება და ინოვაციას აღარ წარმოადგენს. ინჟინრები და გამომგონებლები მთელი მსოფლიოდან შთაგონების ახალ წყაროებს ეძებენ.

ენერგია მაშინ წარმოიქმნება, როცა ფეხი 5-10 მმ-ის სიღრმეზე არსებულ ფილას აწვება და სამგანზომილებიანი დიზაინით შექმნილი მოწყობილობა დაწოლის ძალას აძლიერებს. მოწყობილობა საკმაოდ გამძლეა და მისი დამონტაჟებისას კომპანია განთავსების ადგილის თავისებურებებსაც ითვალისწინებს. 

სპილენძისა და მაგნიტების მიერ ელექტრომაგნიტური ინდუქციის საშუალებით, ყოველი ნაბიჯი აწარმოებს 2-დან 4 ჯოულამდე ენერგიას, რომელიც საშუალოდ 5 ვატს წარმოშობს. ეს ენერგია ინახება ბატარეებში, რომლითაც მოგვიანებით მობილურის ან სხვა ელექტრომოწყობილობების დამუხტვა შეიძლება.

ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, Pavegen – ს შეუძლია სმარტფონის აპლიკაციებთან და შენობის მართვის სისტემებთან დაკავშირება.

სისტემა უკვე გამოცდილია სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებში, ქუჩებსა და საფეხბურთო მოედნებზე, თუმცა ყველაზე ხშირად მას ტროტუარებზე ამონტაჟებენ. კომპანიის დირექტორის, ლორენს კემბელ-კუკის იდეა თავდაპირველად ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოებამ დააფინანსა. დღესდღეობით Pavegen-ი პროდუქტს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ანაწილებს, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ტაილანდში, პორტუგალიაში, ინდოეთსა და იაპონიაში.

მსგავსი სტატიები