აბუ-დაბიში $680 მილიონად შეფასებული “გუგენჰაიმის” მუზეუმის მშენებლობა იწყება

Construction News

სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა აბუ-დაბიში აშენდება. აღნიშული პროექტის ჯამური ღირებულება 680 მილიონი აშშ დოლარია.

სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მიერ 1937 წელს დაარსებული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის, რიჩარდ არმსტრონგის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება. ეს განცხადება მან “აბუ-დაბის კულტურის სამიტზე” გააკეთა.

შენობის დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ფრენკ გერის ეკუთვნის. მუზეუმში 13,000 კვადრატული მეტრი გალერეას, ხოლო 18,000 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცეს დაეთმობა.

Construction Week Online-ის ინფორმაციით, შენობას აბუ-დაბის ლუვრის მუზეუმთან ახლოს, საადიათის კუნძულზე ააშენებენ და მასში ექსპონანტების სახით თანამედროვე ხელოვნების, მათ შორის Pop Art-ის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები