აბუ-დაბიში თოვლის პარკის ასაშენებლად $1.2 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის თოვლის პარკის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე $1.2 მილიარდი დაიხარჯება.

თოვლის პარკი რიმ მოლში (Reem Mall) გაკეთდება და 1.1 ჰექტარ ფართობს დაიკავებს. პროექტის დიზაინერების განცხადებით, თოვლის პარკის ტერიტორია უჩვეულო დასასვენებელ სივრცედ იქცევა. აბუ-დაბის მეგა პროექტი ვასტონის (Watson) თოვლის პარკის განახლებასაც გულისხმობს.

constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, რიმ მოლში 2,140 კვადრატული მეტრის ფართობზე მსოფლიოს პირველი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი სავაჭრო ცენტრიც აშენდება. სავაჭრო ცენტრში 450 მაღაზია განთავსდება და 2020 წლისთვის გაიხსნება.

მსგავსი სტატიები