აბუ-დაბიში ახალი მეგა პროექტი განხორციელდება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ახალი მეგა პროექტის – Jubail Island განხორციელება იგეგმება, რომლის ღირებულება $1,36 მილიარდია.

პროექტის ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში 6 დასახლება აშენდება, სადაც 6 ათასი ადამიანი იცხოვრებს. კუნძულზე შენობების სიმაღლე მკაცრად გაკონტროლდება და 15 მეტრს არ გადააჭარბებს.

Jubail Island-ზე მიწის ნაკვეთების გაყიდვა 2021 წლიდან იგეგმება, მოსახლეობას კი მშენებლობის დაწყება მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე შეეძლება.

businessemirates.ae-ს ინფორმაციით, გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი 1,5-დან 5 ათას კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. მათზე მსურველებს შეეძლებათ 300-დან 1,2 ათას კვ.მ ფართობის მქონე სახლების აშენება. ჯამში კუნძულზე 800 სახლის, 2 სკოლის, კლუბის, სპორტული ცენტრის, 6 მეჩეთის, სასტუმროსა და საოფისე ფართების მშენებლობა იგეგმება. ყველაზე მაღალი შენობა 10-სართულიანი იქნება. უძრავი ქონების შეძენა შეეძლებათ როგორც ქვეყნის მოქალქეებს, ასევე უცხოელებსაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, კუნძულის საერთო ფართობის მხოლოდ 10% იქნება ათვისებული.

მსგავსი სტატიები